aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მეგრელიშვილი: ითქვა, რომ რურუას საკითხი გადაწყვეტილიყო სამ თვეში, ე.წ. სამაჯურით გამოსვლაზე იყო საუბარი

aviabiletebi
ავიაბილეთები

გირჩის მმართველი საბჭოს წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შევხედრის დროს გიორგი რურუას შესახებაც იყო საუბარი. როგორც მეგრელიშვილმა ღამის კურიერის ეთერში თქვა, იყო საუბარი გიორგი რურუას ე.წ. სამაჯურის პირობით გათავისუფლებაზე.

“მე, უბრალოდ, გაგიზიარებთ, არ ვიცი უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ კი, ითქვა, რომ გიორგი რურუას საკითხი გადაწყვეტილიყო სამ თვეში. რაღაც მექანიზმი იყო შემოთავაზებული, რომელზეც არ მახსოვს, რომ რომელიმე მხარე პირდაპირ დათანხმებულიყო, ე.წ. უდო იყო განხილული, ე.წ. სამაჯურით გამოსვლაზე იყო საუბარი… მაგრამ ეს საკითხი ბოლომდე მისულიყო, ასე არ ყოფილა, მაგრამ შემოთავაზებული იყო. დოკუმენტში ჩაწერილი არ ყოფილა, ეს იყო ზეპირსიტყვიერი საუბარი,“ – თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

ქართულმა ოცნებამ დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელი მოაწერა.

შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.

დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტში 5 საკითხი იყო ნახსენები:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
  • მომავალი არჩევნები.
იტვირთბა....