aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

ვიოლა ფონ კრამონი: ქართულ ოცნებას ოპოზიციამაც უნდა მიბაძოს

aviabiletebi
ავიაბილეთები

“ქართულ ოცნებას ოპოზიციამაც უნდა მიბაძოს”, – ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა გააკეთა.

მეტრონომი მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“კარგია, რომ ქართული ოცნება აჩვენებს კომპრომისისთვის მზადყოფნას. ეს სწორი მიმართულებით გადადგმული სწორი ნაბიჯია. საქართველოს გულისთვის ოპოზიციამაც უნდა მიბაძოს მას. ამასობაში, ჯერ კიდევ რჩება მრავალი დეტალი, რომელთა შემუშავებაც აუცილებელია. ევროკავშირი მზად არის დასახმარებლად” – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.

დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტში 5 საკითხი იყო ნახსენები:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
  • მომავალი არჩევნები.
იტვირთბა....