ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კაპანაძე ოცნების განცხადებაზე: დაველოდებით რას იტყვიან მელიასა და რურუაზე

ქართული ოცნების გადაწყვეტილების შესახებ, რომელმაც დღეს განაცხადა, რომ  ხელისუფლება საჯაროდ მოაწერს ხელს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლის მიშელის მიერ შექმნილ დოკუმენტს, ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე მეტრონომთან აფასებს და ამბობს, რომ ოპოზიციის შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა დამოკიდებულია იმაზე, ხელისუფლება რას გადაწყვეტს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას თაობაზე.

“ჩვენც ვთქვით, რომ სამი ნაწილი ამ დოკუმენტში მისაღებია. რაც შეეხება არჩევნებს და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ამაზე აუცილებლად არის მისაღები ქართული ოცნების მხრიდან გადაწყვეტილება. დაველოდებით რას იტყვიან მელიასა და რურუასთან დაკავშირებით, ასევე არჩევნებთან დაკავშირებით. თორემ დანარჩენ სამ პუნქტზე ჩვენ პრობლემა არ გვაქვს”, – განაცხადა სერგი კაპანაძემ მეტრონომთან. 

შეგახსენებთ, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მედიაციის მიზნით პირველად 12 მარტს ჩამოვიდა. მისი ვიზიტი 14 მარტს უნდა დამთავრებულიყო, თუმცა წარუმატებელი მოლაპარაკების გამო ვიზიტი გაახანგრძლივა, თუმცა მისი შუამავლობით გამართული შეხვედრები მხარეებს შორის შეთანხმებით არ დასრულებულა.

დანიელსონმა ქვეყანა 19 მარტს დატოვა. კრისტიან დანიელსონი საქართველოში მხარეებს შორის მედიაციის გასაგრძელებლად 28 მარტს დაბრუნდა. თუმცა მისი მედიაციით გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

დანიელსონის მიერ წარდგენილ დოკუმენტში 5 საკითხი იყო ნახსენები:

  • პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება;
  • ამბიციური საარჩევნო რეფორმა;
  • კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა;
  • პარლამენტში ძალაუფლების განაწილება;
  • მომავალი არჩევნები.
იტვირთბა....