ახალი ამბები მთავარი

სვანეთში ახალგაზრდების ჯგუფმა ნამოხვანჰესის წინააღმდეგ აქციების მხარდასაჭერად აქცია გამართა

„სვანეთი თქვენთანაა“, „არა ნამახვანჰესის აშენებას“, „არ ჩამოგვიყვანოთ“ – სვანეთში ახალგაზრდების ჯგუფმა ნამოხვანჰესის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების მხარდასაჭერად აქცია გამართა.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობის წარმომადგენლები რიონის ხეების მცველებთან მოსალაპარაკებლად ჩავიდნენ.

ნამოხვანჰესის წინააღმდეგ პროტესტი რიონის ხეობაში 170 დღეზე მეტია გრძელდება. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია. ისინი ხელისუფლებისგან თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას ითხოვენ.

ხელისუფლება კი თვლის, რომ ჰესის აშენება ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის ერთ-ერთი გარანტია.

რამდენიმე დღის წინ პოლიციამ ხეობის გზა გადაკეტა და მოძრაობა შეზღუდა. აქციის მონაწილეები, ბოლო დღეებია სოფელ გუმათთან გამოთქვამენ პროტესტს.

იტვირთბა....