[su_quote]იქნებ შეკითხვა მაინც დასვათ, ყველანაირი სტატისტიკით მძიმე დანაშაულები ორჯერ, თუ მეტჯერ არის შემცირებული. გაზრდილია დანაშაულებების რაოდენობა, რომელსაც საერთოდ ყურადღება არ ექცეოდა და მათ შორის იყო ოჯახური ძალადობის თემა, კიბერდანაშაულზე ხომ არაფერს ვამბობ. სამწუხაროა, მაგრამ არა მარტო საქართველოს, არამედ მსოფლიოს ახასიათებს ხანდახან ასეთი დანაშაულები, როგორიც არის ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა. საქართველოში სოციალური პრობლემები რომ არსებობს ეს არ გამოდგება ამის ინდიკატორად[/su_quote]
ეს განცხადება ქართული ოცნების წევრმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა.
შეგახსენებთ, დღეს ავლაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი უკვე დაკავებულია.