მეტროსადგურ ავლაბრის მიმდებარედ, საქართველოს ბანკის შენობიდან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი გამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემთხვევის ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი ავრცელებს.
ამ დროისთვის უცნობია, ისინი მძევლად აყვანილი პირები იყვნენ, თუ სხვა მოქალაქეები.
არსებული ინფორმაციით, ბანკში შეჭრილ პირთან მხოლოდ ერთი მძევალი რჩება.