ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეტროსადგური ავლაბარი დახურულია – ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმი გამოჩნდა

ავლაბარში მდებარე საქართველოს ბანკის ერთ-ერთ ფილიალში, შეიარაღებული პირი შეიჭრა და მძევლები აიყვანა, რის გამოც, პოლიციამ უსაფრთხოების ზომები გააძლიერა, მეტროსადგური ავლაბარი დახურა.

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით სხვა მეტროსადგურები ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ მუშობას.

ადგილზე ცოტა ხნის წინ გამოჩნდა სპეცდანიშნულების რაზმი და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ასევე, მობილიზებულია დიდი რაოდენობით სამართალდამცველთა ჯგუფები, მათ პერიმეტრიდან მოქალაქეები გაიყვანეს და ტერიტორია თვითელი ლენტებით შემოფარგლეს.

იტვირთბა....