[su_quote] ზოგიერთმა მათგანმა მადლობის თქმაც ვერ მოასწრო იმასთან დაკავშირებით, რომ მომხრეები, გუნდის წევრები და აქტივისტები არჩევნებში გვერდით დაუდგნენ. უმრავლესობის დაშლის თეორიული შანსიც კი არ არსებობს, მაგრამ ის, რაც გახარიას გუნდში მოაზრებულმა დეპუტატებმა გადაწყვიტეს, ვფიქრობ, არ არის სწორი. უბრალოდ, მე მიკვირს, რა ნახეს არჩევნების შემდეგ 4 თვეში ისეთი, რომ უნდა დატოვონ გუნდი, რომელშიც იყვნენ და რომელთან ერთადაც არჩევნებში გავიდნენ. მათ პრაქტიკულად, არამხოლოდ გუნდის წინაშე მიიღეს არასწორი გადაწყვეტილება, არამედ ამომრჩევლის წინაშეც. მათ მიატოვეს გუნდი, მიატოვეს ამომრჩეველიც, ზოგიერთმა მათგანმა მადლობის თქმაც ვერ მოასწრო იმასთან დაკავშირებით, რომ მომხრეები, გუნდის წევრები, აქტივისტები მათ არჩევნებში დაუდგნენ და ეს შედეგი იყო უდიდესწილად სწორედ ამ თანადგომით განპირობებული. [/su_quote]
ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, დიმიტრი ხუნდაძემ გიორგი გახარიას გუნდზე საუბრისას