ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1077 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 442 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განახლდა.
ამასთან, კოვიდ-19-ით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 916 -ს შეადგენს.