პარლამენტმა შესაძლოა “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონში შეიტანოს ცვლილება, რომლითაც ტაქსიში მოწევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა გახდეს და დამრღვევთა დაჯარიმება გამოიწვიოს. ამ ინიციატივის ჯერჯერობით რეკომენდაციის ფორმა აქვს და უცნობია თუ როდის გეგმავს მმართველი გუნდი მისი კანონპროექტის სახით ინიცირებას. ამის შესახებ ბიზნეს მედია იუწყება.
პარლამენტის დადგენილებაში ასევე საუბარია იმაზე, რომ ტაქსებში მოწევის აკრძალვასთან ერთად უნდა აიკრძალოს მცირეწლოვანთან თანდასწრებით ავტომობილებში თამბაქოს მოხმარებაც.
დადგენილებაში საუბარია იმაზეც, რომ თამბაქოს მოხმარების ამკრძალავი მოთხოვნები უმეტესად საჯარო და სამედიცინო დაწესებულებებში ირღვევა.