[su_quote]ვერ გეტყვით რითი დათვალეს, მაგრამ 178 ლარი და 10 თეთრი ნამდვილად უკმარისი და მცირეა. ადამიანის ბიოლოგიურ მოთხოვნილებებსა და ელემენტარულ საცხოვრისის პირობებში ამ გაძვირებულ მდგომარეობაში, ნამდვილად არაა საკმარისი. საერთოდ, დათვლის მეთოდოლოგია გადასახედია. დიდი ხანია ამაზე ლაპარაკი დავიწყეთ. ხვალ იუნისეფის შეხვედრა გვაქვს ბავშვთა სიღარიბის საკითხებზე და პირიქით, ვაპირებთ, ამ მონაცემების მაქსიმალურად გაზრდას, რის შესაძლებლობასაც მოგვცემს არსებული რეალობა. ეს ციფრები ძალიან დაბალია. ცილა, ცხიმი, ნახშრწყალი, ელქტროლიტები – მარტო საკვებზეა ლაპარაკი… არ ყოფნის, არა. ამას ემატება კომუნალურები, ტრანსპორტი, ჰიგიენა, რა თქმა უნდა, მცირეა[/su_quote]
ასე ეხმაურება მეტრონომთან საუბრისას ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის თანახმადაც მარტის თვეში საარსებო მინიმუმ 178 ლარი და 10 თეთრია.