[su_quote]არა, რა თქმა უნდა არაა საკმარისი. მართალია, ამ დოკუმენტს არ გავცნობივარ, მაგრამ რასაც მეუბნებით, იმის მიხედვით გეტყვით, რომ 178 ლარით ადამიანი ერთი თვე ვერ იცხოვრებს[/su_quote]
ასე ეხმაურება მეტრონომთან საუბრისას ქართული ოცნების დეპუტატი ქეთევან დუმბაძე საქასტატის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს, რომლის თანახმადაც მარტის თვეში საარსებო მინიმუმ 178 ლარი და 10 თეთრია.