უკრაინის შს მინისტრმა არსენ ავაკოვმა ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს სასამართლოში უჩივლა. როგორც ირკვევა, იმავეს უკრაინის პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკიც გეგმავს.
როგორც ავაკოვმა უკრაინულ ტელეკომპანია “1+1”-ის ეთერში განაცხადა, მან სასამართლოში სარჩელი პატივისა და ღირსების დაცვის შესახებ სააკაშვილის ბრალდებების საპასუხოდ შეიტანა.
“როცა ამბობ, რომ ადამიანი ქურდია, ამისთვის პასუხი უნდა აგო. როგორც ჩემთვის ცნობილია, ბატონი იაცენიუკიც აპირებს ამის გაკეთებას”, – განაცხადა შს მინისტრმა.
არსენ ავაკოვისა და მიხეილ სააკაშვილის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთ სხდომაზე მოხდა, რა დროსაც მინისტრმა გუბერნატორს წყალი შეასხა.
“1+1”-ის ეთერში ავაკოვმა ინციდენტის გამო უკრაინელებს ბოდიში მოუხადა.
იტვირთბა....