aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთის პატრიარქი კირილი კორონავირუსის ვაქცინით აიცრა

aviabiletebi
ავიაბილეთები

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთი რუსული ვაქცინით აიცრა. ვაქცინაციის შემდეგ პატრიარქი თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა რია ნოვოსტი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთერთობის სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზუსტად რომელი ვაქცინით აცრეს პატრიარქი, ამის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებენ.

შეგახსენებთ, ოფიციალური მოსკოვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე კვირის წინ ერთ-ერთი რუსული ვაქცინით აიცრა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც.

იტვირთბა....