[su_quote] მათ (ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებმა) იციან თუ რა მცდელობებს მიმართავს საქართველოს ხელისუფლება, კონკრეტულად საგარეო საქმეთა სამინისტრო და ყველა უწყება, რომელიც ჩართულია ზაზა გახელაძის გათავისუფლების პროცესში. ეს არის წარმოუდგენელი უკანონობა და საერთაშორისო ნორმების, პრინციპების უგულებელყოფა. არ დარჩენილა არცერთი მაღალი დონის ტრიბუნა და საერთაშორისო ფორმატი, სადაც ჩვენ ეს საკითხი არ წამოგვეწიოს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გაიზარდოს ზეწოლა ძალაზე, რუსეთის ფედერაციაზე, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. [/su_quote]
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.