[su_quote]პოლიტიკური ვითარება უნდა დაიძაბოს, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად, რათა ახალი საქართველო იშვას და ქვეყანა გველეშაპს გაცილდეს. პოლიტიკური ვითარება თუ არ დაიძაბა, ასე ღიღინ-ღიღინით იქნება ივანიშვილი და მისი ჯგუფი ხელისუფლებაში უსასრულო ვადით და ბოლოს, ბაგრატიონების შემდეგ ივანიშვილების დინასტია დაწესდება, მმართველებად მისი შთამომავლები მოვლენ[/su_quote]
ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, 15 მაისსს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.