როგორც თურქული გამოცემა ანადოლუ აჯენსი იტყობინება, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შავ ზღვაში სამხედრო გემების გამოგზავნა გადაიფიქრა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აშშ-ის ეს ნაბიჯი უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე პროცესებით იყო გამოწვეული და ამით უკრაინისადმი მხარდაჭერა უნდა გამოეხატათ.
ოფიციალურმა ანკარამ აშშ-გან შეტყობინება 9 აპრილს მიიღო, სადაც ნათქვამი იყო, რომ ამერიკული მხარე ბოსფორისა და დარდანელის სრუტის გავლით ამერიკული გემების გატარებას ითხოვდა.
ოფიციალური ინფორმაცია თუ რატომ გადაიფიქრა აშშ-მ გემების გაგზავნა, არ ვრცელდება.