საქართველოს დღეს, სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქსიანი და მისი ცოლი ნუნე სარქსიანი ორდღიანი ვიზიტით ეწვევიან. ოფიციალური ინფორმაციით, სარქსიანი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს თბილისში, ორბელიანების სასახლეში როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებული ფორმატის ფარგლებში შეხვდება.
ასევე სომხეთის პრეზიდენტი ხვალ, 16 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თაკალვაძეს შეხვდება.
ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და სომხურ საკათედრო ტაძარს დაათვალიერებს.