[su_quote]მე შევხვდი გახარიას, ჩვენ ვისაუბრეთ მაგრამ არა კონკრეტულ თემებზე. ვისაუბრეთ უფრო ფართო საკითხებზე. რა გეგმები შეიძლება გააჩნდეს, რა წინადადებები, მაგრამ კონკრეტულად არაფერზე გვისაუბრია. თუ ადამიანებს ახალი პარტიის დაარსება სურთ და ეს არის კონკრეტული ნაბიჯი, კრიზისის დასაძლევად, თუ გვაქვს სურვილი უფრო ზომიერი ელექტორატისთვის, უფრო ზომიერი პოზიციებისთვის, პროევროპული პარტიის არსებობისთვის, რატომ არ უნდა მოხდეს ეს? ჩემზე არ არის დამოკიდებული ასეთი კომენტარი, ეს არის ქართველი ამომრჩევლის გადასაწყვეტი[/su_quote]
ეს განცხადება ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ტელეკომპანია პირველის ეთერში გიორგი გახარიასთან შეხვედრის თაობაზე გააკეთა, მისი თბილისში ყოფნის პერიოდში.