ახალი ამბები ციტატა

წილოსანი: დეპუტატები, რომლებიც ოცნების რესურსით მოვიდნენ, უნდა გავიდნენ პარლამენტიდან

[su_quote] გუშინ, ჩვენი ყოფილმა თანაგუნდელებმა თქვეს, რომ ახალ პოლიტიკურ ცხოვრებას იწყებენ. თავისუფალი პოლიტიკური კარიერის დაწყება ყველას ინდივიდუალური არჩევანია, თუმცა, ვთვლი, რომ დეპუტატები, რომლებიც „ქართული ოცნების“ რესურსითა და რეპუტაციით მოვიდნენ პარლამენტში და ხალხმა მათ „ქართული ოცნების“ სახით დაუჭირა მხარი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად, ალბათ, უნდა გავიდნენ საპარლამენტო ცხოვრებიდან, შემადგენლობიდან და თავიდან სცადონ, იყარონ კენჭი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მოვიქცეოდი. ასეთივე რეაქცია მქონდა წინა წლებში ჩვენი გუნდიდან გასულ ადამიანებთან მიმართებაში და ვთვლი, რომ თითოეულ შემთხვევაში ჩვენი არჩევა განაპირობა დიდწილად იმან, რომ ჩვენ წარმოვადგენდით „ქართულ ოცნებას“. [/su_quote]

ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა პარლამენტში განაცხადა.

იტვირთბა....