დღეს ტელეწამყვან ვახო სანაიას საქმის განხილვა იყო. მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა სამივე ბრალდებული.
შემთხვევა თებერვლის ბოლოს წყნეთის ქუჩაზე მოხდა, როდესაც ჟურნალისტი ოჯახთან ერთად მანქანით გადაადგილდებოდა.
სანაია მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს. სამივე მოძალადე პოლიციამ ადგილზევე დააკავა.