ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართული მარში ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდა: ჩვენ არ გვიკეკლუცია, ვდვართ ნამდვილი ქართვლები

ჰომოფობიური და ქსენოფობიური მოძრაობა ქართული მარში ნამოხვანჰესის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ. ერთიერთი ლიდერის, ირაკლი შიხიაშვილის თქმთ, ისინი სიკეკლუცის გარეშე დგბიან პროტესტანტების გვერდზე.

“მივემართებით თბილისიდან ქუთაისისკენ, სადაც შემოგვიერთდებიან სხვადასხვა რეგიოიდან ჩვენი პარტიის წარმომადგენლები. რაც ნამოხვანჰესს უკავშირდება ქართული მარში ყველა აქციაზე იდგა, თუმცა არ უკეკლუცია და ფარისევლური ზრახვით არ ვყოფილვართ. ვიდექით როგორც ნამდვილი ქართველები, ვიდექით როგორც რიგითი ქართველი ჯარისკაცები”, – ამბობს ირაკლი შიხიაშვილი

ნამახვაჰესის მშენებლობას როგორც გარემოსდამცველები, ასე ადგილობრივი მცხოვრებლები ეწინააღმდეგებიან.

ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ, სოფელ ნამოხვანში 168 დღე კარვები იყო გაშლილი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები 3 აპრილს, ხეობაში მშენებელი კომპანია ენკა რინიუებლზის დირექტორის, მერაბ ლომინაძის ჩასვლის შემდეგ განახლდა.

იტვირთბა....