ახალი ამბები მთავარი

საქსტატი: მარტში საარსებო მინიმუმი 178 ლარსა და 10 თეთრს შეადგენს

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2021 წლის მარტში მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 178 ლარი და 10 თეთრია და წინა თვესთან შედარებით 3 ლარით და 40 თეთრით გაიზარდა. მეორე  მხრივ, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის საარსებო მინიმუმმა მარტის თვეში 201.0 ლარი შეადგინა, რაც თებერვალთან შედარებით 3 ლარითა და 80 თეთრით მეტია.

მიმდინარე წლიდან, ახალ სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შესაბამისად, აღნიშნული მაჩვენებლის წარმოებას საქსტატი აღარ განახორციელებს, მიზეზად ასახელებს იმას, რომ ეს ინდიკატორი არ გამოიყენება არანაირი დაგეგმვისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

 

იტვირთბა....