ახალი ამბები მთავარი

კალაძე: კარგად ვარ, ორშაბათიდან სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას

თბილისის მერი, კახა კალაძე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

“რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მწერს და სვამ კითხვებს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ვალდებულად ჩავთვალე თავი, მოგაწოდოთ ინფორმაცია არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით. დამატებითი კვლევები ჩავიტარე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ არაფერი არ არის, ყველანაირად კარგად ვარ. ორშაბათიდან უკვე სრულფასოვნად დავუბრუნდები ჩემს საქმიანობას და ერთად გავაკეთებთ ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც სჭირდება დედაქალაქს და რომელიც საჭიროა ჩვენი ქალაქისთვის”, – თქვა კალაძემ.

კალაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფეისბუქზე 26 მარტს დაწერა. თბილისის მერის თქმით, მას ვერტებრო-ბაზილარული  სინდრომი  და  ვესტიბულოპათია დაუდასტურდა და კვლევებს იტარებდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი არ დაუდასტურდა. ექიმის თქმით, კალაძეს ვესტიბულოპათია აქვს. თბილისის მერმა რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ კლინიკა 4 აპრილს დატოვა.

 

 

იტვირთბა....