ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ადამ კინზინგერი: მძიმე შეცდომაა, რომ ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა გადაწყვიტა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ჯარის გამოყვანის გადაწყვტილება მიიღო. რესპუბლიკელკი კონგრესმენმა, ადამ კინზინგერმა აღნიშნულ ფაქტს მძიმე შეცდომა უწოდა.

“ეს არ არის შორსმჭვრეტელი გადაწყვეტილება. მძიმე შეცდომაა, რომ ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ჯარის გამოყვანა გადაწყვიტა. ახლა, ამ დროს, რადგან ავღანეთში ტრაგიკული სიტუაციაა და ჩვენ ვეხმარებით მათ, რომ ჩაატარონ კონტრტერორისტული ოპერაციები.

ოპერაციების 96 %-ში ადგილობრივი ძალები მონაწილეობენ, ჩვენ მათ მხოლოდ ასისტენტობას ვუწევთ. კიდევ რაც მინდა ვთქვა, არის, ის, რომ ჩვენ ამ ნაბიჯით არასწორ მესიჯს ვუგზავნით ირანს, რომელთანაც დაძაბული მოლაპარაკებებია, ასევე დაძაბულობა იზრდება უკრაინის საზღვართან. ამიტომ ეს ასევე არასწორი მესიჯია რუსეთის მისამართითაც. რეგიონში დაძაბული ვითარებაა და ამ დროს, ახლა ჯარის გამოყვანა ავღანეთიდან მძიმე შეცდომაა”, – თქვა ადამ კინზინგერმა.

იტვირთბა....