დაკავებული პოლიტიკოსი, გოგი წულაია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერილს აქვეყნებს, რომელსაც მეტრონომი უცლველად გთავაზობთ:
“მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, მხარდამჭერებო და კეთილმოსურვეებო, ამ ეტაპზე თავს ვგრძნობ ნორმალურად, ვარ ისევ საავადმყოფოში და ვარ 10 მაისის მოლოდინში, მაგრამ ამ წერილს არა საკუთარი ამბის მოსაყოლად, არამედ სოლიდარობის ნიშნად ვწერ.
პირველ რიგში მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ნიკა მელიას რომლის სასამართლო პროცესი პოლიტიკური ზეწოლით მიმდინარეობს, ასევე ნიკასთან ერთად მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო გიორგი რურუას და მინდა ვუსრუვო თავისუფლება ყველა პოლიტპატიმარს.
ასევე შეშფოთებული ვარ ნამახვანჰესის გარშემო განვითარებულ მოვლენეზე, ხეობის ოკუპაციას და მიწა-წყლის გაყიდვას ქართველი ხალხი არ დაუშვებს, მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო “რიონის ხეობის მცველებს„ და ყველა იმ ადამიანს ვინც ქვეყნის დასაცავად დგას. ბევრჯერ ვიდექი თქვენს გვერდით , როგორც ერთი რიგითი პატრიოტი და გარეთ რომ ვიყო აუცილებლად მანდ ვიქნებოდი, მეც თქვენ გვერდით ვარ შორიდან მაგრამ გულით გიჭერთ მხარს , გაუძელით!! სამართალი აუცილებლად იზეიმებს.
პატივისცემით თქვენი გოგი წულაია”, – ნათქვამია წერილში.
ცნობისათვის, გოგი წუალაია საავადმყოფოში 29 მარტს გადაიყვანეს.
შეგახსენებთ, გოგი წულაიას ბრალი სს კოდექსის 138-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.