„ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმით, რომ არცერთ მხარეს, მმართველ პარტიას და ოპოზიციას, ჯერ არ გამოუხატავს სურვილი საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებზე მეტად, ქართველი ხალხის ინტერესების პრიორიტეტიზება მოახდინოს”, – ამერიკის ხმამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის სატელეფონო საუბრის შემდეგ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარს გამოაქვეყნა.
“მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ კომპრომისის მისაღწევად უნდა იმუშაონ, თუმცა ჩვენ გამოგვითქვამს [ჩვენი პოზიცია, რომ] მმართველ პარტიას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება იმაში, რომ კომპრომისი მიღწეულ იქნას. კრიტიკული მნიშვნელობისაა ის, რომ პარტიებმა იმოქმედონ ძირეულ დემოკრატიულ ნორმებთან თანმიმდევრული მეთოდებით, რომლებიც ქმნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის ღირებულებების საფუძველს“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ცნობისათვის, ზალკალიანისა და ბლინკენის სატელეფონო საუბარს წინ უსწრებდა ხუთი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის – ღია საზოგადოების ფონდის, სამართლიანი არჩევნების, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ლიბერალური აკადემიისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის – მიერ ამერიკელ სენატორებთან წერილის გაგზავნა.
არასამთავრობო ორგანიზაციებმა სენატორებს სთხოვეს უფრო აქტიურად ჩაერთონ საქართველოში არსებული ღრმა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში და მათ კრიზისის განმუხტვისთვის კონკრეტული გეგმა შესთავაზეს.