ახალი ამბები მთავარი

რუსთაველის თეატრმა 17 აპრილს დანიშნული სპექტაკლი მოხსნა, რომელშიც ბესო ზანგური თამაშობდა

რუსთაველის თეატრმა, 17 აპრილს დანიშნული, რობერტ სტურუას სპექტაკლი – “იულიუს კეისარი” მოხსნა, რომელშიც ძალადობაში მხილებული ბესო ზანგური ბრუტუსის როლს თამაშობდა.

“რუსთაველის ეროვნული თეატრი გმობს ძალადობას და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას და ხსნის 17 აპრილს დანიშნულ სპექტაკლს იულიუს კეისარი”, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში რუსთაველის თეატრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ცნობისათვის, ნინუცა მაყაშვილი დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დაიბარეს. მსახიობი საგამოძიებო უწყებაში მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაიბარეს, რომელიც ყოფილ მეუღლეს, მსახიობ ბესო ზანგურს შეეხებოდა.

მაყაშვილმა ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემაში „ფარული კონვერტი“ განაცხადა, რომ მას ყოფილი მეუღლე ფიზიკურად უსწორდებოდა, თუმცა, ამის შესახებ წლების განმავლობაში დუმდა. აღნიშნულ ფაქტს ბესო ზანგური უარყოფს

იტვირთბა....