პროკურატურაში ყოფილი მთავარი პროკურორი და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ამჟამინდელი უფროსი გიორგი ბადაშვილი დაიკითხა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გიორგი ბადაშვილი პროკურატურაში ე.წ. შეწყალების საქმეზე დაიკითხა.
შეგახსენებთ, საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადების საფუძველზე, რომელიც შეწყალების კომისიაში სავარაუდო კორუფციას ეხებოდა, რამდენიმე პოლიტიკოსი და საჯარო პორი უკვე დაკითხულია.