ახალი ამბები მთავარი ციტატა

დიტო სამხარაძე გახარიაზე: 20 ივნისის შემდეგ პარტია გვერდით დაუდგა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა

[su_quote]დავიწყოთ იმით, რომ მეცინება, როდესაც ვინმე ამბობს, ოცნებამ სხვისი სახელის და რეიტინგის წყალობით გაიმარჯვა არჩევნებშიო. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ბატონი ბიძინა იყო პარტიის თავმჯდომარე და საარჩევნო კამპანიის დროს, თავიანთ მაჟორიტარულ ოლქებში, იმ “სხვისის” გუნდის წევრები, თავმჯდომარის სახელის და რესურსის გამოყენებით დარბოდნენ. მიუხედავად ამისა, იმ “სხვამ” მისიანებს პირველ ტურშიც კი ვერ მოაპოვებინა გამარჯვება. ზოგიერთებს ისიც ავიწყდებათ, რომ იმ “სხვას”, რომელსაც 20 ივნისის შემდეგ მთელი საქართველო აგინებდა და 0% ჰქონდა რეიტინგი, როგორ დაუდგა პარტია გვერდით, დაიცვა, დაბანა, ჩააცვა და დავარცხნა. მე თუ მკითხავთ, თუ მინდა ვიყო მართალი კაცი, მანდატს დავტოვებდი და თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად რომ გაიმართებოდა შუალედური საპარლამენტო არჩევნები, კონკრეტულ საარჩევნო ოლქში, მაშინ მივიღებდი მონაწილეობას, რომ იმ “სხვის” მაგრობა დამემტკიცებინა ყველასთვის, მაგრამ სადაა მასე სიმართლე. კაცური ასეა!!! ერთი სიტყვით, ყველა ერთგულ კაცს გაუმარჯოს, რომელიც სიკეთეს არ ივიწყებს. ( წერტილი)[/su_quote]

დაწერა სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრმა დიტო სამხარაძემ მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების 6-მა დეპუტატმა პარტიის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ განაცხადა.

იტვირთბა....