aviabiletebi
ახალი ამბები ციტატა

იოსელიანი: ნიკა მელიას ციხეში ყოფნა კიდევ უფრო ართულებს მოლაპარაკების პროცესს

სამწუხაროდ, ეს მოლაპარაკების პროცესს ხელს არ უწყობს, უფრო მეტიც, კიდევ უფრო ართულებს ამ ამბავს. მე ვთვლი, რომ ნიკა მელიას ციხეში ყოფნით მოლაპარაკების გაგრძელება იქნება კიდევ უფრო რთული, ვიდრე იქნებოდა მისი გარეთ ყოფნის შემთხვევაში. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ გაიაზროს ეს ამბავი და მოლაპარაკებით დაასრულოს საბოლოო ჯამში, მითუმეტეს, ისინი ამბობენ, რომ ხელს აწერენ იმ დოკუმენტს, რომელიც დანიელსონმა შესთავაზა ორივე მხარეს. ამ დოკუმენტზე ხელმოწერა ნიშნავს მათ შორის იმას, რომ მელია არ უნდა იჯდეს საპყრობილეში.
aviabiletebi
ავიაბილეთები

ამის შესახებ “მოქალაქეებისთვის” ლიდერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

 

იტვირთბა....