19 აპრილიდან, ოკუპირებული ტერიტორიებზე მცხოვრები მოქალაქეები 5-დღიანი კარანტინის ნაცვლად ანტიგენით ტესტრიებას გაივლიან. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
“ისინი ნებაყოფლობით ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან. ვაქცინის ორი დოზით აცრის შემდეგ კი საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას ტესტირების გარეშე შეძლებენ“, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
7 აპრილს, საოკუპაციო ხაზთან, ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდინარე ენგურმა 4 ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილების ნათესავების ინფორმაციით, გალის მკვიდრები სხვადასხვა საჭიროებისთვის, შემოვლითი გზით ცდილობდნენ ზუგდიდში გადმოსვლას, რა დროსაც სავარაუდოდ, მდინარე ადიდდა და ოთხივე დინებამ გაიტაცა.