aviabiletebi
ახალი ამბები კულტურა მთავარი საზოგადოება

ქართველი Grammy-ს კონკურსზე (აუდიო)

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლიკა შუბითიძემ გულშემატკივრებს ფეისბუქით აცნობა, რომ „გრემის“ კონკურსზე წარსდგება

“ჩემო მეგობრებო, მეგობრების მეგობრებო, მეგობრების მეგობრების მეგობრებო… კონკურსებისადმი ჩემი დაუოკებელი მიდრეკილების შედეგად, გამოვქექე Grammy-ს ეს ონლაინ კონკურსი და, რა თქმა უნდა, გავწევრიანდი ჩემი სიმღერით ‘U say… I say… სიმღერა შეგიძლიათ, ამ ლინკზე მოისმინოთ:

grammyamplifier.com/artists/submission/u-say-i-say

მომღერალს ქართული OK! ამერიკაში დაუკავშირდა. მან ჟურნალს განუცხადა, რომ: „კონკურსში სამი მონაწილე გაიმარჯვებს. ისინი, Grammy-ს მფლობელ პროდიუსერთან ერთად, ახალ ალბომს ჩაწერენ. ამავდროულად, გადაიღებენ კლიპს და ექნებათ ტურნე. შესაძლოა, გამარჯვებულმა ერთ-ერთ დიდ მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობის შანსიც მიიღოს! მე ყოველთვის ვგრძნობდი და ვგრძნობ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და ახლაც მაქვს იმედი, რომ ჩემ გვერდით იქნებიან! დიდი მადლობა ყველას წინასწარ!”.

მომღერალი რამდენიმე წელია ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს.

იტვირთბა....