[su_quote]დაგვიანდა ბევრი ჰესის მშენებლობა და ჩვენ დღეს 35% დამოკიდებული ვართ გარე რესურსზე ელექტროენერგიისa და გაზის, რომელიც ასევე იმპორტული რესურსია და ელექტროენერგიის გამომუშავებას ხმარდება. ჩვენ, საბედნიეროდ, გვაქვს ძალიან კარგად დამუშავებული მთელი რიგი პროექტები, მაგალითად, ნამახვანჰესი, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან ძალიან კარგად მოკვლეული იყო. გვაქვს ხედვა და მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, მიუხედავად პანდემიიისა, ჩვენთან შემოდის ძალიან მსხვილი და ცნობილი კომპანია და 830 მილიონზე მეტს ხარჯავს საკუთარ რესურსს, რომ აქ ქართული საქმე გააკეთოს. ეს არის თურქულ-ნორვეგიული კონსორციუმი, მაგრამ ეს არის ქართული საქმე. ყველა მხარე იღებს სიკეთეს, პირველ რიგში იღებს სიკეთეს ჩვენი მოსახლეობა – როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ისე საქართველო. ეს არის ადგილობრივი ეკონომიკის, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის მნიშვნელოვანი ნაწილი. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო მოწყურებულია ინვესტიციებს, ჩვენ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი გვაქვს[/su_quote]
ეს განცხადება იმედის ეთერში ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ნამახვანჰესზე საუბრისას გააკეთა.