თეთრი სახლის განცხადებით პრეზიდნეტ ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. როგორც თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ დოკუმენტშია ნათქვამი საუბარი რეგიონალურ და გლობალური საკითხებს შეეხო, მათ შორის აშშ-სა და რუსეთის განზრახვას სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების ურყევ ერთგულებას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ასევე შეშფოთება გამოთქვა, უკრაინის საზღვრებთან მიმდინარე სამხედრო მოქმედებების გამო. ამერიკის პრეზიდენტმა პუტინს სიტუაციის დეესკალაციისკენ მოუწოდა.
თეთრი სახლი მომხრეა რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობებისა. ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს უახლოეს თვეებში მესამე, ნეიტრალურ ქვეყანაში შეხვედრა შესთავაზა, რათა ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა საკითხი მიმოიხილონ.