ახალი ამბები მთავარი ციტატა

ხაზარაძე: ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით მოლაპარაკების ყველა ფანჯარა დახურა

[su_quote]დღეს, კიდევ ერთხელ დავინახეთ პოლიტიკურად მართული მართლმსაჯულება – ოცნების სასამართლო და პროკურატურა. ქართულ ოცნებას არ უნდა ქვეყანაში სტაბილურობა, მას არ უნდა ოპოზიცია პარლამენტში, მას სჭირდება პოლარიზება რათა თავისი მმართველობის კრახი გადააბრალოს სხვას, ამ შემთხვევაში ოპოზიციას. დღევანდელი გადაწყვეტილება, ამის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. პოლიტიკური კრიზისის მოგვარების გზაზე, ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვებით, ქართულმა ოცნებამ, კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა უკან. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ კრიზისი გაღრმავდეს. ქართულმა ოცნებამ დღეს უარი განაცხადა ჩვენი ყველა საერთაშორისო პარტნიორის მითითებაზე, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლიტიკური მართლმსაჯულება. მმართველი ძალა ყველა ფანჯარას ხურავს[/su_quote]

 

პოლიტიკური პარტია ლელოს ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

იტვირთბა....