[su_quote]პროცესი არის ისე, რომ ჩიხში ვართ. მართლა ჩიხია ყველანაირი თვალსაზრისით. ყველა პრობლემას, რაც ქვეყანაშია დამატებულია პოლიტიკური კრიზისიც. აქედან გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს მხოლოდ და მხოლოდ მოლაპარაკების მაგიდაზე. მარა ამ მაგიდასთან ზის ერთი მხარე, ვგულისხმობ ქართულ ოცნებას, რომელიც მოლაპარაკებას უყურებს სხვა გადმოსახედიდან. მათ მხოლოდ ძალის ენა ესმით. ამ პროცესში ისინი არაფერს დათმობენ, სანამ ძალით არ დაათმობინებ. ისინი ვერ ხედავენ ამ ძალას, ვერც ოპოზიციისა და ვერც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, ამიტომ ისინი ამ სისუსტეს ხედავენ და თვლიან, რომ ბოლომდე უნდა მიაწვნენ. თუ ივანიშვილი დაინახავს ძალას, მაგ შემთხვევაში პროცესი დაჩქარდება. მელიასაც და რურუასაც გამოუშვებენ და სერიოზულ დათმობებზეც წავლენ[/su_quote]
ეს განცხადება პარტია გირჩი მეტი თავისუფლებისთვის ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში გააკეთა.