ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რატომ იხურება ლომბარდები ყოველდღიურად?

თბილისში ლომბარდები იხურება. მთავარ მიზეზად ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა სახელდება. „კომერსანტმა“ რამდენიმე ლომბარდის წარმომადგენელი გამოკითხა. ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე ლომბარდი „ი.მ ჯგუფში“ აცხადებენ, რომ ერთი თვეა რაც დაიხურნენ. მათი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ძალიან დაეცა ოქროს ფასი, რის გამოც კლიენტებს აღარ უღირთ ოქროს გამოსყიდვა. ამასთანავე ოქროს დალომბარდების მსურველთა რიცხვიც შემცირებულია.

ლომბარდების მფლობელთა თქმით, მოსახლეობის მხრიდან მომართვიანობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდისგან შედარებით შემცირებულია.

 

 

იტვირთბა....