საზოგადოება

მსოფლიოში ცნობილი 5 ყველაზე საშიში ისტორია

238

მისტიკური და ზებუნებრივი ისტორიები სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების ყურადღებასაც კი იპყრობს. ჰერტფორდშირის უნივერსიტეტის პროფესორი ოვენ დევისი, რომელიც მისტიკური და ზებუნებრივი მოვლენების შესწავლით არის დაკავებული, 4 ყველაზე ცნობილი მოჩვენების ისტორიას  ასაჯაროებს:

მე-16 საუკუნე

ენი ბოლიენის უთავო მოჩვენება გახმაურებული ისტორიაა ლონდონსა და მის გარშემო. შესაძლოა ის მე-16 საუკუნის ყველაზე ცნობილ მოჩვენებადაც მივიჩნიოთ.

რეფორმების კვალდაკვალ პროტესტანტულმა რელიგიამ კათოლიციზმისგან განსხვავებით მოჩვენებების შესახებ ისტორიების შეთხზვა შეწყვიტა. კარგ პროტესტანტს მოჩვენებების არ სჯერა.

სწორედ ამიტომ, მე-16 საუკუნის ბოლოს, ჯონ ჯესტი აქვეყნებს, თუ როგორ შეიქმნა ენი ბოლიენის მოჩვენების ისტორია.

როგორც ირკვევა, ეს თაღლითური ისტორიაა და  წინასწარგანზრახულად  შეიქმნა მდიდარი ქვრივის დასაფრთხობად. საბოოლოოდ თაღლთის გამოაშკარავება მოხდა, თუმცა ენი ბოლიენის უთავო მოჩვენების შესახებ მეხსიერება დღემდე გამოყვა ლონდონს.

მე-17 საუკუნე

ამ საუკუნის მეორე ნახევარში მოჩვენებისა და ალქაჯების შესახებ საუბრები და კვლევები მიმდინარეობდა. მათ შესახებ ისტორიები ყვაოდა.

სკეპტიკოსები, რომლებსაც მოჩვენების არ სჯეროდათ, როგორც აგრესიული ათეისტები, ისე იკიცხებოდნენ.

ჯონ მომფესონის შეპყრობილი სახლი იმ პერიოდში ყველაზე განხილვადი თემა იყო.

სახლის შეპყრობა კი უკავშირდებოდა მისტიურ ხმებს, რომელიც დოლის დაკვრას ჰგავდა. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ თავად სახლის პატრონი ცდილობდა ამგვარი იმიჯის სახლისთვის შექმნას, რის გამოც თაღლითობისთის გასამართლდა.

მე-18 საუკუნე

ამ საუკუნის პოპულარული მოჩვენებას „ქოკ ლეინის“  მოჩვენება უწოდეს, რადგან მისი აღმოჩენა ამ ადგილს უკავშირდება.

1762 წელს ქოკ ლეინში ელიზაბეტ პატერსონმა სახლში, საძინებელში კაკუნი გაიგო. ელიზაბეტმა თანდათან დაასკვნა, რომ მოჩვენება კაკუნით კონტაქტს ცდილობდა და თავადაც აჰყვა. ამის შედეგად ელიზაბეტმა „გაიგო“, რომ მოჩვენება ფანი ლაინს ეკუთვნოდა, რომელიც მე-17 საუკუნის ცნობილ არქიტექტორ ვილიამ კენტის საყვარელი იყო და სწორედ მან მოკლა ფანი. ეს ისტორია ძალიან პოპულარული იყო დიდი ხნის განმავლობაში. თუმცა, სკეპტიკოსებმა მოახერხეს იმის დამტკიცება, რომ ელიზაბეტ პატერსონი იტყუებოდა და გამოგონილ ისტორიას ჰყვებოდა.

მე-19 საუკუნე

სახელგანთქმული და ტრაგიკული ჰამერსმიდტის მოჩვენება – მას სახელი იმ ქუჩის დასახელებიდან შეარქვეს, სადაც გამვლელებს „ხვდებოდა“ და „თავს აბეზრებდა“. იმ პერიოდში გავრცელებული ინფორმაციით, მოჩვენება თვითმკვლელი იყო და მისი სული ვერ ისვენებდა.

საბოლოო ჯამში მოჩვენების ისტორია იმაზე ტრაგიკულად განვითარდა, ვიდრე წარმოიდგენთ. ქუჩის ადგილობრივი მაცხოვრებელი აღმოჩნდა ამ სპექტაკლის შემოქმედი, თუმცა ერთ-ერთმა შეშინებულმა გამვლელმა, ესროლა და მოკლა.

მე-20 საუკუნე

ჰარი პრაისი კი ადამიანია, რომელმაც პირველმა შექმნა ე.წ. „მოჩვენებზე მონადირე“ კომერციული კომპანია. მის სახელს უკავშირდება ასეულობით სახლიდან მოჩვენების „განდევნა“, პარანორმალური და ზებუნებრვი მოვლენების „გამოაშკარავება“. მან იქირავა სახლი, სადაც ამ თემით დაინტერესებულ ადამიანებს კრებდა, სადაც საშიში ისტორიების განხილვა მიმდინარეობდა. რამდენიმე წლის შემდეგ სახლი ცეცხლით დაიწვა. ზოგიერთები ამბობდნენ, რომ ეს მოჩვენების „შურისძიება“ იყო. მისი სახელობის საიტი მომხმარებლებს საშიშ ისტორიებს მოჩვენებებზე დღემდე სთავაზობს.

 

 

 

 

იტვირთბა....