უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის შეჭრა უკრაინაში რეალურია, რადგან მას ეს არაერთხელ გაუკეთებია. ამის შესახებ უკრაინული პრესა სიენენზე დაყრდნობით წერს.
ზელენსკი სიენენის ჟურნალისტთან აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხე რეალურია, უკრაინა მზადაა ამ შემოჭრისთვის, რადგან ეს მათი მიწაა.
“რათქმაუნდა რუსეთის შემოჭრა სრულიად რეალურია. ჩვენ ყველას გვახსოვს 2014 წელი და ეს შესაძლოა ყოველდღე მოხდეს. რუსეთი მზადაა და ჩვენც მზად ვართ ომისთვის, რადგან ეს ჩვენი მიწაა, ჩვენი ტერიტორია”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკანასკნელი კვირეების განმავლობაში უკრაინის აღმოსავლეთით ვითარება ძალიან დაიძაბა. მასშტაბური სამხედრო გადაადგილება შეინიშნება კონფლიქტის შეხების ხაზის ორივე მხარეს, როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის.
ადგილობრივი პრესა შეტაკებების შესახებაც იუწყება. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია რამდენიმე უკრაინელი სამხედრო.
სეპარატისტული რეგიონების მხრიდან დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მთელი ქვეყნის მასშტაბით. არმიის მზადყოფნის შემოწმება დაიწყო. რუსული მხარე აცხადებს, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ სამხედრო სწავლებაა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რამდენიმე დღის წინ ფრონტის ხაზზე ჩავიდა ვითარების ადგილზე გასაცნობად.