[su_quote]თურმე, ვანდალიზმი ჩამიდენია, როგორც ერთერთმა ადამიანმა მიჩივლა და ჯარიმა დამიწესეს ამის გულისთვის. როზა ლუქსემბურგი ჩერგოლეიშვილია ეს ქალბატონი. აღშფოთდა თურმე, ვანდალიზმი ჩამიდენია. მაგის ქმარი, საველი, მოლაშვილს “ბიჩოკებს” რომ აწვავდა თურმე ფრთიანი ანგელოზი ყოფილა და ვანდალიზმისგან ძალიან შორს ყოფილა. “კარმუშკებში” ავტომატის ჯერს რომ ატარებდა, ეს ყველაფერი კარგი ყოფილა და მე ვყოფილვარ ვანდალი. ჯარიმას გადავიხდი, ეს ჩემთვის პატივია და მადლია, ღმერთის გულისთვის თუ რამეს გავაკეთებ და ამ ჯარიმას გადავიხდი. ძალიან ბევრმა ადამიანმა დამირეკა, რომ ჩვენ გადავიხდით, ნუ ნერვიულობ. რამდენჯერაც წაშლიან იმდეჯერ დავწერ იქ, რომ ღმერთი არს სიყვარული. იმიტომ დავწერ, რომ მანდ ღმერთის სახელის გულისთვის ტონობით სისხლია დაღვრილი[/su_quote]
ეს განცხადება საოზგადოებრივი მოძრაობის “აი ია” დამფუძნებელმა გია გაჩეჩილაძემ ქართული არხის ეთერში გააკეთა. თბილისის მერია გია გაჩეჩილაძეს, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე გაკეთებული წარწერის გამო, დააჯარიმებს. უცნობმა აქციაზე ბერლინის კედლის ფრაგმენტზე გააკეთა წარწერა – ღმერთი სიყვარულია.