ახალი ამბები კულტურა მთავარი ციტატა

წულუკიანი: კულტურა არ უნდა იყოს პოლიტიკის სამსახურში… სულ ერთია რას იტყვი ჩემზე ანიტა რაჭველიშვილი

[su_quote]ჩემთან კომუნიკაციას ვერავის ვაიძულებ, სამინისტრო და მეც ვართ აბსოლუტურად ღია, მათ შორის მწვავედ კრიტიკულად განწყობილი პირებისადმი. ჩემი მინისტრობისას პირველ აგურებს თუ დავაწყობთ ყველა ერთად იმისთვის, რომ კულტურა გამოვიდეს მავნე საბჭოთა მემკვიდრეობიდან, როდესაც კულტურა იყო ვიღაცის ხელში პოლიტიკური ინსტრუმენტი; საბჭოთა დროს მეტ-ნაკლებად უკვე ასე იყო და ასე მწამს, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას ამან მიიღო ძალიან ფართო მასშტაბები. კულტურა უნდა იყოს კულტურა და არა კულტურა პოლიტიკის სამსახურში. შესაბამისად, ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია რას იტყვის ჩემზე თუნდაც ანიტა რაჭველიშვილი და ა.შ. ჩემთვის მთავარია რას ქმნიან ისინი დღეს, სჭირდებათ თუ არა ხელშეწყობა. ვისაც არ სჭირდება სამინისტროს ხელშეწყობა, იქ პრობლემაც არაა. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ კულტურაში კულტურაზე მეტი პოლიტიკა რომ არ იყოს და ამ ადამიანების ხელოვნებას რაც შეიძლება მეტი ადამიანი ეზიაროს, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით, მათ შორის, რეგიონებში. საერთაშორისო ასპარეზზე, ანიტა რაჭველიშვილს ჩვენი დახმარება არ სჭირდება. შეიძლება სძულდეთ მინისტრი, მთავრობა, თუმცა კულტურა არის ქართველი ხალხის და ისინი ამ კულტურის შემქმნელები და მათში მონაწილეები არიან და შეუძლიათ, ნებისმიერ დროს ჩაგვთვალონ ღირსად, რომ მათი ხელოვნება მოვისმინოთ[/su_quote]

ეს განცხადება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ქალების ნარატივში გააკეთა

იტვირთბა....