კომპანია, რომელიც ნამოხვანში ჰესს აშენებს ამბობს, რომ ადგილი, სადაც რიონის მცველების კარვები დაშალეს, 2019-დან მათ კუთვნილებაშია.
კომპანიის განცხადებით, ლალი ეფერმიძეს კომპენსაციის სახით 70 171 ლარი გადაუხადა.
“ენკა რინიუებლზ” ეხმაურება აღნიშნული მიწის ირგვლივ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას.
კომპანიამ, სს ნამახვანის ქონების გამოსყიდვის ფარგლებში, აღნიშნული მიწის ნაკვეთზე (ს/კ: 29.03.31.129) საკუთრების უფლება მოიპოვა. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა აღნიშნული მიწის ფაქტობრივი მოსარგებლე, ლალი ეფრემიძის დისშვილი შორენა ეფრემიძე (დადასტურებულია მოწმეთა წერილობითი ჩვენებით), რომელიც ზემოთაღნიშნულ მიწის ნაკვეთს ამუშავებდა. მიუხედავად საკუთრებისა, ენკამ საჭიროდ ჩათვალა მაინც გადაეხადა მისთვის კომპენსაცია.
2020 წლის 3 სექტემბერს კომპანიასა და შორენა ეფრემიძეს შორის, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, გაფორმდა შესაბამისი სარგებლობის შეწყვეტის ხელშეკრულება და გადახდილ იქნა საამისოდ გათვალისწინებული კომპენსაცია – კერძოდ, 70,171 ლარი (იხ. დანართი – ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რუკა და გადახდის ქვითარი). იხილეთ ხელშეკრულება კომპანიასა და შორენა ეფრემიძეს შორის: ჰტტპს://ცუტტ.ლყ/ტც584Kვ ამ ხნის განმავლობაში, კომპანია თავს იკავებდა აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროებისგან, თუმცა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით და ასევე ამ თემაზე სპეკულაციის დასრულების მიზნით, საჭიროდ მიიჩნია მოსახლეებისთვის სწორი ინფორმაცია მიეწოდებინა”,- ნათქვამია განცხადებაში.
11 აპრილს მოძრაობა რიონის ხეობის გადარჩენისთვის აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ შსს-ის განცხადება, თითქოს კარვების გატანა უსაფრთხოების მიზნით ხდება, მოგონილია. მისი თქმით, ადგილი, სადაც კარვებია განთავსებული, მდინარე რიონს რამდენიმე ათწლეულია არ დაუტბორავს.
შეგახსენებთ, შსს-მ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ნამახვანის მიმდებარე ტერიტორიიდან კარვების გატანისა და მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ, გადაწყვეტილება მიიღო.
უწყებამ განმარტა, რომ მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა, მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.