პოლიტიკური პარტიის კანონი და სამართალის თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი, გირჩის მიერ გამოქვეყნებულ 7 პუნქტს მეტრონომთან გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთის შესრულების შეთხვევაში გირჩი პარლამენტში შევა. პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ ისინი დიდი ხანია შესვლის გზას ეძებენ, ისე რომ “ელისაშვილებად” არ გამოჩნდნენ.
მისი თქმით გირჩი ბიძინა ივანიშვილის პროექტია და მარიხუანას ლეგალიზება, რომელსაც ისინი დიდი ხანია აჟღერებენ, ყოფილი პრემიერმინისტრისა და ბიზნესმენის ინტერესებშია.
“დიდი ხანია მაგათ შესვლა უნდათ და ვერ მოახერხეს ისე შევიდნენ, რომ მთლად “ელისაშვილები” არ გახდნენ და ვფიქრობ სწორედ ამ გზას ეძებენ. ან შევიდნენ ან დარჩნენ, რა დაგვღალეს. მარიხუანის ლეგალიზაცია მინდაო იძახიან და თან ჯარიდან გავათავისუფლეთო ამდენი ადამიანი ოკუპირებულ საქართველოში. მაგათ უკიდეგანო სისულელეები ახასიათებთ და ერთ-ერთი ესაა. გირჩი არის ივანიშვილის გეგმა. ივანიშვილმა დაიწყო მარიხუანას პლანტაციებზე საუბარი და ახლა გირჩი აჟღერებს ამ იდეებს. უცებ პლანის საწარმო რომ მოინდომეს, ამით ფაქტობრივად საქართველოს ავღანიზაცია სურთ. შეიძლება ვემხრობოდეთ დეკრიმინალიზაციას რადგან ახალგაზრდები ამის გამო ციხეში არუნდა მიდიოდნენ, მაგრამ ახლა ივანიშვილმა, რომ ლეგალიზება მოინდომა და იაგო ხვიჩიასა და მეგრელიშვილს ახმოვანებინებს ამას, სასაცილოა”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა
პოლიტიკურმა პარტია გირჩმა გამოაქვეყნა გეგმა, თუ რა შემთხვევაში შეწყვეტენ ბოიკოტს და შევლენ პარლამენტში. გეგმაში შვიდი საკითხია, საიდანაც თუ ქართული ოცნება ერთ-ერთ საკითხს სრულყოფილად გადაწყვეტს და შეასრულებს გირჩი ბოიკოტს შეწყვეტს.