ექსპერტი პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილი პოლიტიკური პარტია გირჩის მიერ გამოქვეყნებულ 7 პუნქტს ეხმაურება, სადაც აღნიშნულია, რომ ერთ-ერთის შესრულების შეთხვევაში ისინი პარლამენტში შევლენ. გია ხუხაშვილმა მეტრონომთან საუბარში განაცხადა, რომ მათ პარლამენტში შესვლა ისედაც სურთ და ამ მოთხოვნების წამოყენება, მეტი სარგებელის ნახვას ჰგავს.
რაც შეეხება მოსამართლეების პირდაპირი წესით არჩევას, რომელიც ერთ-ერთი პუნქტია წარმოდგენილი შვიდი პუნქტიდან, ხუხაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მხრიდან ამაზე წამოსვლა არარეალურია.
“გირჩი დიდი ხანია ეძებს პარლამენტში შესვლის მიზეზს. ამას არც უარყოფენ და არც მალავენ. მათ აქვთ კონსტიტუციური უფლება, თუ სურთ წამოაყენონ ეს მოთხოვნები. თუ რამეს გამოტყუებენ ხელისუფლებას და სარგებელს ნახავენ უკეთესი იქნება. შესვლა კი ისედაც სურთ. ეტყობა მარიხუანა აბედნიერებთ ამ ადამიანებს და იმიტომ ითხოვენ ლეგალიზებას. რაც შეეხება მოსამართლეების პირდაპირი წესით არჩევას, ეს ზღაპარია. მათაც ძალიან კარგად ესმით, რომ ამ ხელისუფლებამ ძლივს ჩააბეტონა მურუსიძე და იქ ახლა არანაირ რეალურ რეფორმაზე საუბარი არ იქნება”, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.
პოლიტიკურმა პარტია გირჩმა გამოაქვეყნა გეგმა, თუ რა შემთხვევაში შეწყვეტენ ბოიკოტს და შევლენ პარლამენტში. გეგმაში შვიდი საკითხია, საიდანაც თუ ქართული ოცნება ერთ-ერთ საკითხს სრულყოფილად გადაწყვეტს და შეასრულებს გირჩი ბოიკოტს შეწყვეტს.