ზურაბ ადეიშვილმა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა მოითხოვა. ყოფილ გენერალურ პროკურორსა და იუსტიციის ყოფილ მინისტრს განცხადება უკვე შეტანილი აქვს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აცხადებენ, რომ საკითხის განხილვა უკვე დაწყებულია და კანონით დადგენილი ვადების ფარგლებში ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმე მაისში დასრულდება.