ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

კახაძე გირჩზე: არასერიოზულად მიმაჩნია მარიხუანას სრულ ლეგალიზაციაზე საუბარი

[su_quote]მე არასერიოზულად მიმაჩნია მარიხუანას სრულ ლეგალიზაციაზე საუბარი. მე დეკრიმინალიზაციას მივემხარი იმიტომ, რომ ადამიანის დასჯის მომხრე არ ვარ. მომხმარებელს ავადმყოფად ვთვლი  და მინდა, რომ სახელმწიფომ მისი რეაბილიტაციისთვის ყველაფერი გააკეთოს. ლეგალიზაციის მომხრე მე არ ვიქნები, სხვებზე პასუხს ვერ ვაგებ[/su_quote]

ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე მეტრონომთან საუბრისას გირჩის მიერ წარდგნილი 7 პუნქტიდან ერთერთს – მარიხუანას ლეგალიზაციას.

გირჩი ბოიკოტის რეჟიმს შეწყვეტს და შევა საქართველოს პარლამენტში, თუ ქართული ოცნება დათანხმდება ქვემოთ ჩამოთვლილი შვიდი საკითხიდან ერთ-ერთი საკითხის სრულყოფილად გადაწყვეტას და შესრულებას: ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება სრულად პროპორციული სისტემით და ბუნებრივი ბარიერით; კერძო საშუალო განათლება (კერძო სკოლები) სრულად გათავისუფლდება სახელმწიფო რეგულირებისგან; რაიონული პოლიციის შერიფები აირჩევიან პირდაპირი წესით მოსახლეობის მიერ; პირველი ინსტანციის მოსამართლეები აირჩევიან პირდაპირი წესით ხალხის მიერ და ბრალდებულებს ექნებათ უფლება, თავად აირჩიოს, რომელი მოსამართლე გაასამართლებს მას, არჩეული თუ დანიშნული; ქვეყანაში დაშვებული იქნება მულტისავალუტო რეჟიმი; რესტიტუცია – ოპოზიციასთან შეთანხმებული პუნქტების შესაბამისად; მოხდება მარიხუანას სრული ლეგალიზაცია;

იტვირთბა....