ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო

ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია დღეიდან დაიწყო. მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ვებგვერდზე workabroad.moh.gov.ge/ . რეგისტრაცია ერთი წილის განმავლობაში გაგრძელდება.

დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი. დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

ისრაელში ჩასული დასაქმებულები მიიღებენ ვიზას, რომელიც ძალაში ერთი წლის განმავლობაში იქნება და რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მაქსიმუმ 63 თვემდე. სამუშაო ადგილების კვოტა – იგეგმება 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება წლის ბოლომდე.

სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმების მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

განათლება: საშუალო სკოლა დამთავრებული;

სახელმწიფოს მიერ აღიარებული სახლის პირობებში გასაწევი სამედიცინო დახმარება/მოვლის ტრენინგის გავლის დამადასტურებელი დიპლომი/სერტიფიკატი ან ექთნის/ექთნის თანაშემწის დიპლომი.

ინგლისურ ან რუსულ ენის საკომუნიკაციო დონეზე ფლობა

ზოგადი მოთხოვნები:

• საქართველოს მოქალაქე;

• ასაკი: 25-დან 45 წლამდე;

• სიმაღლე: არა ნაკლებ 1.5 მეტრი. წონა: არა ნაკლებ 45 კგ;

• ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი;

• ნასამართლეობის არ მქონე;

• ისრაელში მუშაობის ისტორიის არ მქონე;

• არასდროს უცხოვრია ისრაელში უნებართვოდ;

• არ უნდა ჰყავდეს მშობლები, მეუღლე, შვილები, რომლებიც მუშაობენ ან ცხოვრობენ ისრაელში;

• კანდიდატმა უნდა განაცხადოს თანხმობა რომ ისრაელში შესვლამდე გაიაროს ჩOVID-19-ის ტესტი საქართველოში;

• კანდიდატი თანახმა უნდა იყოს ისრაელში ჩასვლის შემდეგ კოვიდ 19-ის ვაქცინაციაზე, რომელიც აუცილებელია ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებაში სამუშაოდ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს მოქმედი რეგულაციების შესაბამისად.

იტვირთბა....