ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანის ატომურ სადგურზე ინციდენტი მოხდა

ირანის ატომური ენერგიის ორგანიზაციის სპიკერის თქმით, ნატანცის ურანის გამდიდრების ობიექტის ელექტროენერგიის განაწილების ქსელში ინციდენტი მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ალჯაზირა ავრცელებს.

ირანულმა მხარემ დაგმო ნატანცის ბირთვული ობიექტზე მომხდარი შემთხვევა და მას ბირთვული ტერორიზმის აქტი უწოდა. ოფიციალურმა თეირანმა გაავრცელა განაცხადება, რომ თეირანი პასუხის გაცემის უფლებას იტოვებს, მაგრამ არ დააკონკრეტა ვის მიმართ იყო მიმართული ბრალდება და ვინ არის პასუხისმგებელი მომხდარზე.

ირანში ინციდენტს ბირთვულ შეთანხმებას უკავშირებენ. ოფიციალური თეირანი აცხადებს, რომ ეს მათ მიერაა ჩადენილი, ვინც ეწინააღმდეგება ბირთვულ მოლაპარაკებებს აშშ-სთან, რაც სანქციების მოხსნას გულისხმობს.

გავრცელდა ასევე ცნობა, რომ სადგურზე ისრაელის სპეც-სამსახურებმა მიიტანეს კიბერშეტევა, რასაც მძლავრი აფეთქება მოჰყვა და მუშაობა შეჩერდა.

შეგახსენებთ, ნატანცის ურანის გამდიდრების ობიექტზე ჰაკერული თავდასხმის შედეგად ძლიერი აფეთქება შარშან, ივლისშიც მოხდა, თუმცა სადგური რამდენიმე თვეში ისევ ჩადგა მწყობრში და გააგრძელა მუშაობა. სამშენებლო სამუშაოები დღემდე გრძელდებოდა სადგურის მიმდებარედ, მთის სიღრმეში.

იტვირთბა....