[su_quote] ჩვენ გვაქვს სამუშაო შეხვედრები ელჩებთან და ეს არის სამუშაო შეხვედრებიდან ერთ-ერთი შეხვედრა, სადაც ჩვენ განვიხილავთ შექმნილ ვითარებას ქვეყანაში და ეს არის ნორმალური, უკვე დამკვიდრებული პრაქტიკა. ყველა შეხვედრა ეძღვნება შექმნილი ვითარების განხილვას, კრიზისიდან გამოსვლის გზების განხილვას და ეს იყო მორიგი სამუშაო შეხვედრა. ჩვენ ინდივიდუალურად ვხვდებით და არ ვაკეთებთ კოორდინირებას ყოველთვის. ჩვენ მომავალშიც გვექნება ინდივიდუალური შეხვედრები. “ლელო” ხვდება ელჩებს როგორც მარტო, ასევე სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. სამუშაო შეხვედრა არ ნიშნავს იმას, რომ ამ შეხვედრაზე რაიმე ახალი წინადადებები განიხილება. [/su_quote]
ამის შესახებ ლელო საქართველოსთვის ერთერთმა, ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანსა და ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.